(a)
ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ეროვნული საინფორმაციო საზოგადოების ინიციატივების განხორციელების  კუთხით, რაც მოიცავს, Inter alia, მიმართულებებს, რომლებიც გამიზნულია, ხელი შეუწყოს ფართოზოლოვანი მომსახურების ხელმისაწვდომობას, უსაფრთხო ინტერნეტს, ქსელის უსაფრთხოების გაუმჯობესებას, საჯარო სექტორში ელექტრონული მომსახურების განვითარებას, ახალ ტექნოლოგიებსა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინოვაციებს; და

(b)

ინფორმაციის, საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება ელექტრონულ კომუნიკაციებში ამომწურავი პოლიტიკისა და მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავების ხელშეწყობის მიზნით, და კერძოდ, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, სპექტრული რესურსების უკეთესად გამოყენების ხელშეწყობ