აღიარებენ რა, სრულყოფილად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის შექმნისა და ვაჭრობის წახალისებისთვის, ეფექტური წესებისა და პრაქტიკის მნიშვნელობას კორპორაციული სამართლისა და კორპორაციული მმართველობის, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროებში, მხარეები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ შემდეგ სფეროებში:

(a)

აქციონერთა, კრედიტორთა და სხვა ბიზნესპარტნიორთა დაცვა;

(b)
ეროვნულ დონეზე შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება და ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში  შესაბამისი ეროვნული სისტემების განვითარება; და

(c)
კორპორაციული მმართველობის პოლიტიკის შემდგომი განვითარება საერთაშორისო სტანდარტების, განსაკუთრებით კი კორპორაციულ მმართველობაში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) პრინციპების შესაბამისად.