მუხლი 292🔗

მხარეები განავითარებენ და განამტკიცებენ თანამშრომლობას ინოვაციების, სამრეწველო და საწარმოების პოლიტიკის სფეროში, რაც ხელს შეუწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას ყველა ეკონომიკური ოპერატორისთვის, განსაკუთრებული აქცენტით მცირე და საშუალო საწარმოებზე, როგორც ეს შესაბამისადაა განსაზღვრული საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობებში. გაძლიერებული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს იმ ბიზნესების ადმინისტრაციული და მარეგულირებელი ჩარჩოების დახვეწას, რომლებიც საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ფარგლებში ფუნქციონირებენ, ამ სფეროში საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და პრაქტიკის გათვალისწინები