(a)    ევროკავშირსა და საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ყველა სექტორს შორის კონტაქტების გაფართოება და ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა;

(b)   საქართველოს შესახებ, მათ შორის მისი ისტორიისა და კულტურის შესახებ, ევროკავშირის და, განსაკუთრებით,  წევრ სახელმწიფოებში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების  ორგანიზაციების მეტად ინფორმირება და გაცნობიერება, რაც შესაძლებელს გახდის, ამაღლდეს ცოდნა სამომავლო ურთიერთობებისათვის არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ ;

(c)    შესაბამისად, საქართველოში და განსაკუთრებით საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში ევროკავშირის შესახებ ცნობიერებისა და ინფორმირებულობის ამაღლების უზრუნველყოფა, სადაც გამონაკლისების გარეშე ყურადღება გამახვილდება იმ ფასეულობებზე, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული, მის პოლიტიკასა და ფუნქციონირებაზ