2. მხარეები განსაკუთრებით ითანამშრომლებენ, რათა საქართველოს პრაქტიკა თავსებადობაში მოიყვანონ შემდეგ პრინციპებთან:
(a) მრავალდონიანი მმართველობის გაძლიერება, იმდენად რამდენადაც იგი გავლენას ახდენს როგორც ცენტრალურ, ასევე მუნიციპალური დონის მმართველობაზე, განსაკუთრებული აქცენტით ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ჩართულობის ინტენსიფიკაციის გზებზე;
(b) რეგიონული განვითარების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს შორის პარტნიორობის კონსოლიდაცია; და
(c) თანადაფინანსება, რეგიონული განვითარების პროგრამებისა და პროექტების განხორციელების პროცესში ჩართული სუბიექტების მიერ ფინანსური წვლილის შეტანის გზი