2. კერძოდ, ერთობლივი კომიტეტი ხელშემკვრელ მხარეებს მისცემს რეკომენდაციებს შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

a) განმარტებითი შენიშვნები და სახელმძღვანელო წესები წინამდებარე კონვენციის ერთი სახით გამოყენებისთვის;

b) მისი გამოყენებისთვის საჭირო ნებისმიერი სხვა ზომა.

3. ერთობლივი კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებს:

a) წინამდებარე კონვენციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ შორის დანართებში შესატანი ცვლილებების ჩათვლით;

b) მე-5 მუხლის შესაბამისად, წინადებარე კონვენციასთან მესამე მხარეების შეერთებაზე მოწვევებთან დაკავშირებით;

c) ახალი ხელშემკვრელი მხარეების შეერთებისათვის საჭირო გარდამავალ ზომებთან დაკავშირებით.

წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები ძალაში შედის ხელშემკვრელი მხარეების მიერ თავიანთი კანონმდებლობების შესაბამისად.

4. თუ ხელშემკვრელი მხარის წარმომადგენელი ერთობლივ კომიტეტში მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ექვემდებარება ფუნდამენტური სამართლებრივი მოთხოვნების შესრულებას, გადაწყვეტილება ძალაში შედის, თარიღის არ არსებობის შემთხვევაში, დათქმის მოხსნის თაობაზე შეტყობინების გაგზავნიდან მეორე თვის პირველ დღეს.

ნაწილი III

მესამე მხარეების შეერთე