1. ამ შეთანხმების იმპლემენტაცია უნდა დაევალოს ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებს. მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ამ შეთანხმების გამოყენებისათვის აუცილებელ ყველა პრაქტიკული ზომასა და ღონისძიებასთან დაკავშირებით, მონაცემთა დაცვის სფეროში მოქმედი წესების გათვალისწინებით.
2. კონსულტაციების შემდგომ, ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ გამოსცენ ამ შეთანხმების იმპლემენტაციისათვის აუცილებელი ადმინისტრაციული დირექტივები.
3. ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ ორგანიზება გაუწიონ თავიანთ საგამოძიებო სამსახურებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარება