1. თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო მიიღებს ყველა გონივრულ ზომას თხოვნის შესასრულებლად და აუცილებლობის შემთხვევაში შეეცდება მიმართოს ნებისმიერ ოფიციალურ თუ სამართლებრივ ზომას თხოვნის შესასრულებლად.
2. თუ თხოვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს არ გააჩნია მოთხოვნილი ინფორმაცია, ის შეეცდება მოიპოვოს იგი, ისე თითქოს ის მოქმედებდეს თავისი ან თხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანოს სახელით.
3. ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს თხოვნასთან დაკავშირებით ატარებს აუცილებელ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის ექსპერტების და მოწმეების ან საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევაში ეჭვმიტანილ პირთა დაკითხვას და ახორციელებს კონტროლს, ატარებს ექსპერტიზას და გამოძიებას ფაქტების გამოსავლენად, ამ შეთანხმებაში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
4. თხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანოს თხოვნის საფუძველზე, თხოვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია პირველად ხსენებული უფლებამოსილი ორგანოს თანამდებობის პირებს მისცეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის უფლება, როდესაც მისი თანამდებობის პირები იძიებენ საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევებს, რომელშიც დაინტერესებულია თხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანო.
5. თხოვნის წარმდგენ უფლებამოსილ ორგანოს, მისი თხოვნის შემთხვევაში, ეცნობება თხოვნის საპასუხოდ გასატარებელი ქმედებების დროისა და ადგილის შესახებ, იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს ამ ქმედებათა კოორდინირება.
6. თხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანოს თანამდებობის პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან გამოიძიონ საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევები, შეუძლიათ თხოვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს მიმართონ ნებისმიერი არსებითი ინფორმაციის, მათ შორის, წიგნების, რეესტრებისა და სხვა დოკუმენტების თუ მონაცემთა შენახვის ელექტრონული საშუალებების შემოწმების თხოვნით და მიაწოდონ მათი ასლები ან საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცი