1. ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები გაცვლიან ინფორმაციას:
a) საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული ქმედებებისა და წესების დარღვევის ახალი მეთოდების გამოცდილების შესახებ;
b) მათ მიერ გამოყენებული დამხმარე ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ;
c) ორივე ხელშემკვრელი მხარისთვის საინტერესო საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.
2. უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა გაუწიონ ერთმანეთს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ საკითხებში ურთიერთდახმარება, რომელიც ასევე უნდა მოიცავდეს:
a) ოფიცრების გაცვლას, მათ მიერ გამოყენებული მაკონტროლებელი ტექნიკური აღჭურვილობის ცოდნის მისაღებად;
b) ოფიცრების დატრენინგებას;
c) საბაჟო სფეროს ექსპერტთა გაცვლას;
d) პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის გაცვლას, რომელიც დაკავშირებულია საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ეფექტურ გამოყენებასთა