1.   ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების უფლებამოსილმა ორგანოებმა, თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, თხოვნის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით ერთმანეთს უნდა მიაწოდონ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მათ აძლევს იმპორტირებული ან ექსპორტირებული საქონლის ექსპორტ/იმპორტის გადასახდელების ზუსტი შეფასების, სატარიფო კლასიფიკაციის, საბაჟო ღირებულების და საქონლის წარმოშობის სწორად განსაზღვრის, ისევე როგორც აკრძალვებთან, შეზღუდვებთან და კონტროლთან დაკავშირებულ დებულებათა სათანადო იმპლემენტაციის შესაძლებლობას. ამ შეთანხმების ფარგლებში გაწეული დახმარება, ასევე მოიცავს ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც დაკავშირებულია:

a)      იძულებითი ხასიათის მქონე ქმედებებთან, რომელიც შესაძლოა გამოსადეგი იქნეს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევების აღკვეთის მიზნით და, კერძოდ, საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის კონკრეტულ ქმედებებთან;

b)      საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ მეთოდებთან;

c)      იძულებითი შესრულების ახალი მეთოდებისა და საშუალებების წარმატებულად გამოყენებისას მიღებულ შედეგებთან და დაკვირვებებთან;

d)     მგზავრებისა და ტვირთის შესახებ მონაცემთა დამუშავების ახალ მეთოდებსა და საშუალებებთან.

2.   ამ მუხლის პირველი პუნქტის ფარგლებში გაწეული დახმარება გამოყენებული შეიძლება იქნეს თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყველა სასამართლო წარმოებაში, როგორც სასამართლო, ადმინისტრაციულ ან საგამოძიებო წარმოებაში, და უნდა მოიცავდეს, მაგრამ არ უნდა შემოიფარგლებოდეს იმ წარმოებებით, რომელიც ამარტივებენ საქონლის სატარიფო კლასიფიკაციის, საბაჟო ღირებულების განსაზღვრის, საქონლის წარმოშობის და სხვა საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრას, რომელიც საჭიროა საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონმდებლობის სათანადო აღსრულებისათვის.

3.   ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მათ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას, ისწრაფიან ითანამშრომლონ ასევე:

a)      კადრების სპეციფიკური ტრენინგის პროგრამის ინიციირების, განვითარების ან გაუმჯობესების სფეროში;

b)      ინფორმაციის სწრაფად და უსაფრთხოდ გაცვლის მიზნით საკომუნიკაციო არხების  დანერგვის სფეროში;

c)      ეფექტური კოორდინირების გამარტივების მიზნით, მათ შორის პერსონალის და ექსპერტების გაცვლით და კოორდინატორების  წარგზავნის გზით;

d)     ახალი აღჭურვილობების ან პროცედურების განხილვისა და შემოწმების სფეროში;

e)      შესაბამისი საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივებისა და ჰარმონიზაციის სფეროში; და

f)       ნებისმიერ სხვა ზოგად ადმინისტრაციულ საკითხთან მიმართებაში.

4.   ამ შეთანხმების ფარგლებში გაწეული დახმარება არ უნდა მოიცავდეს პირების დაკავებას, ექსპორტ/იმპორტის გადასახდელების, ჯარიმების ან სხვა თანხის აკრეფას ან იძულებით ამოღება