1.   „საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონმდებლობა” – ნიშნავს ხელშემკვრელი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოყენებულ კანონებსა და რეგულაციებს, რომლებიც არეგულირებენ საქონლის შემოტანას, გატანას ან ტრანზიტს, ან ნებისმიერ სხვა საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ პროცედურას, რომელიც უკავშირდება ექსპორტ/იმპორტის გადასახდელებს და იმპორტირებული ან ექსპორტირებული საქონლის აკრძალვის, შეზღუდვისა და კონტროლის ზომების გატარებას;

2.   „უფლებამოსილი ორგანო” – საქართველოში – სსიპ შემოსავლების სამსახურს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, სერბეთის რესპუბლიკაში – ფინანსთა სამინისტროს – საბაჟო ადმინისტრაციას;

3.   „თხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანო” – ნიშნავს ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც ამ შეთანხმების საფუძველზე ითხოვს დახმარების გაწევას ან რომელსაც უწევენ დახმარებას;

4.   „თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო” – ნიშნავს ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს, რომელსაც ამ შეთანხმების საფუძველზე მიმართეს თხოვნით დახმარების აღმოჩენის თაობაზე ან რომელიც უწევს დახმარებას;

5.   „საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევა” – ნიშნავს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევას ან დარღვევის მცდელობას;

6.   „პირი” – ნიშნავს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს;

7.   „პერსონალური მონაცემები” – ნიშნავს ნებისმიერ მონაცემს იმ ფიზიკური პირის შესახებ, რომლის ვინაობაც დადგენილია ან ექვემდებარება დადგენას;

8.   „კონტოლირებადი მიწოდება” – ნიშნავს ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიიდან ტვირთის გატანის ან შემოტანის, ამ ტერიტორიის გავლით გადაადგილების მეთოდებს, როდესაც ამგვარი ტვირთი შეიცავს ან არსებობს ეჭვი რომ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს, ფსიქოტროპულ ან მათ შემცვლელ ნივთიერებებს, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ტვირთის გადაადგილება ხორციელედება ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს ნებართვით ან მათი კონტროლის ქვეშ, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ან მათი შემცვლელი ნივთიერებებით არალეგალურ ვაჭრობაში ჩართული პირების გამოსავლენა