1. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და მათი შემცვლელი ნივთიერებების არალეგალური ვაჭრობის აღკვეთის, გამოძიების და მის წინააღმდეგ ბრძოლის ქმედებების გაძლიერების მიზნით, უფლებამოსილი ორგანოები თავიანთი ინიციატივის საფუძველზე და უმოკლეს ვადაში გაცვლიან ხელმისაწვდომ ინფორმაციას:
a) პირების შესახებ, როდესაც არსებობს ეჭვი, რომ ისინი ჩართულნი არიან ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და მათი შემცვლელი ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობაში;
b) სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის კონტეინერების და საფოსტო ამანათების შესახებ, რომლებიც გამოიყენება ან არსებობს ეჭვი, რომ გამოიყენება ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და მათი შემცვლელი ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობაში;
c) ახლად გამოგონებული ან ახლად გამოყენებული ნივთიერებების შესახებ, რომლებიც გამოიყენება როგორც ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული და მათი შემცვლელი ნივთიერებები და წარმოადგენენ უკანონოდ ვაჭრობის საგანს.
2. უფლებამოსილი ორგანოები თავიანთი ინიციატივით ერთმანეთს აწვდიან ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და მათი შემცვლელი ნივთიერებებით არალეგალური ვაჭრობის ახალი მეთოდებისა და სახეობების, ასევე ამგვარი ვაჭრობის კონტროლის მექანიზმების და მათი ეფექტურობის შესახებ ინფორმაციას.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული ინფორმაციის წარდგენა შესაძლებელია სააღსრულებო და სახელმწიფო ორგანოებისათვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და მათი შემცვლელი ნივთიერებებით არალეგალური ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლასთა