1.  მხარეთა მიერ ამ კონვენციის მიხედვით მიღებული ნებისმიერი ზომა უნდა იყოს არანაკლებ მკაცრი, ვიდრე დებულებანი, რომლებიც შეეხება ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ ნივთიერებათა შემცველი მცენარეების უკანონო კულტივაციის აღმოფხვრასა და ნარკოტიკულ საშუალებებსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე უკანონო მოთხოვნის ლიკვიდაციას, გათვალისწინებულნი 1961 წლის კონვენციით, 1961 წლის შესწორებული კონვენციითაა და 1971 წლის კონვენციით.

2.  თითოეული მხარე მიიღებს სათანადო ზომებს ნარკოტიკულ ან ფსიქოტროპულ ნივთიერებათა შემცველი იმგვარი მცენარეების კულტივაციის აღკვეთისა და მათი განადგურების მიზნით, როგორებიცაა ოპიუმის ყაყაჩო, კოკაინის ბუჩქი და კანაფის მცენარეები, უკანონოდ კულტივირებული მის ტერიტორიაზე. ზომების მიღებისას დაცული უნდა იყოს ადამიანის ძირითადი უფლებები და ჯეროვნად უნდა იქნეს გათვალისწინებული კანონიერი გამოყენების ტრადიციები, როდესაც ამგვარი გამოყენების დამადასტურებელი ფაქტები არსებობს, და აგრეთვე გარემოს დაცვა.

3. (a) მხარეებს შეუძლიათ ითანამშრომლონ უკანონო კულტივაციის აღმოფხვრისაკენ მიმართულ ღონისძიებათა ეფექტიანობის გასაზრდელად. სხვა ზომებთან ერთად, თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს, როდესაც ეს მიზანშეწონილია, ინტეგრირებული სასოფლო-სამეურნეო განვითარების მხარდაჭერას, რამაც შედეგად უკანონო კულტივაციის ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივების შექმნა უნდა მოიტანოს. სასოფლო-სამეურნეო განვითარების ამგვარ პროგრამათა რეალიზაციამდე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ბაზრებზე შეღწევის სიადვილე, რესურსების ხელმისაწვდომობა და ძირითადი სოციალურ-ეკოომიკური პირობები. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ თანამშრომლობის ნებისმიერი სხვა შესაფერისი ზომების თაობაზე.

(b)მხარეები ხელს შეუწყობენ აგრეთვე სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის გაცვლასა და უკანონო კულტივაციის აღმოფხვრის დარგში გამოკვლევათა ჩატარებას.

(c) მხარეები, როდესაც მათ საერთო საზღვრები აქვთ, ეცდებიან ითანამშრომლონ უკანონო კულტივაციის აღმოფხვრის პროგრამების ფარგლებში, აღნიშნული საზღვრების მიმდებარე თავიანთ რაიონებში.

4. მხარეები მიიღებენ სათანადო ზომებს, რომელთა მიზანიცაა ნარკოტიკულ საშუალებებსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე უკანონო მოთხოვნის ლიკვიდაცია ან შემცირება, იმისთვის რათა შეამცირონ ადამიანების ტანჯვა და მოსპონ უკანონო ბრუნვის ფინანსური სტიმულები. ეს ზომები, სხვასთან ერთად, შეიძლება ეფუძნებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული უწყებების, როგორიცაა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, და სხვა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს და 1987 წელს გამართულ „ნარკოტიკულ საშუალებათა ბოროტად გამოყენებასთან და მათ უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო კონფერენციაზე“ მიღებულ „ყოვლისმომცველ მრავალდისციპლინარულ გეგმას“, იმდენად რამდენადაც იგი შეეხება სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებებს და კერძო ძალისხმევას პროფილაქტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის დარგებში. მხარეებს შეუძლიათ დადონ ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებები ან მორიგებები, რომელთა მიზანიცაა ნარკოტიკულ საშუალებებსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე უკანონო მოთხოვნის ლიკვიდაცია ან შემცირება.

5. მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე მიიღონ აუცილებელი ზომები, რათა ადრეულ სტადიაზევე გაანადგურონ ან კანონიერი მიზნებისთვის გამოიყენონ ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და i-სა და ii ცხრილში შეტანილი ნივთიერებები, რომლებიც დაყადაღებული ან კონფისკებული იქნა, და რათა უზრუნველყონ ამგვარ ნივთიერებათა სათანადოდ დამოწმებული აუცილებელი რაოდენობების მისაღებობა მტკიცებულების სახი