1. „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ კონვენციათა ფარგლებში თავიანთი ვალდებულებების შესაბამისად და თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი სისტემების ძირითადი პრინციპების თანახმად, მხარეები მიიღებენ ზომებს, რათა აღკვეთონ საფოსტო გზავნილების გამოყენება უკანონო ბრუნვისათვის და ერთმანეთთან ითანამშრომლებენ ამ მიზნით.
2. ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მოხსენიებულ ზომებში, კერძოდ, შედის:
(a) კოორდინირებული მოქმედება უკანონო ბრუნვისათვის საფოსტო გზავნილების გამოყენების თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით;
(b) უფლებამოსილი სამართალაღმასრულებელი პერსონალის მიერ დანერგვა და გამოყენება საგამოძიებო და საკონტროლო მეთოდიკებისა, რომლებიც ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და i-სა და ii ცხრილში შეტანილი ნივთიერებების უკანონო პარტიების აღმოსაჩენად არის განკუთვნილი
(c) საკანონმდებლო ზომები, რომლებიც შესაძლებელს ხდის სათანადო საშუალებათა გამოყენებას სასამართლო პროცედურებისთვის საჭირო მტკიცებულებათა მოპოვება