1.   კომიტეტი მოამზადებს ყოველწლიურ ანგარიშს თავისი მუშაობის შესახებ, რომელშიც შევა მის განკარგულებაში არსებული ინფორმაციის ანალიზი და, შესაფერის შემთხვევებში, მოხსენება მხარეთა მიერ წარმოდგენილ, ან მხარეთა-თვის მოთხოვნილ ახსნა-განმარტებათა, თუკი ასეთი იქნა, შესახებ, ნებისმიერ იმ შენიშვნებთან და რეკომენდაციებთან ერთად, რომელთა გაკეთებასაც კომიტეტი მოისურვებს. კომიტეტს შეუძლია წარადგინოს იმგვარი დამატებითი ანგარიშები, როგორსაც იგი აუცილებლად მიიჩნევს. ანგარიშები საბჭოს წარედგინება კომისიის მეშვეობით, რომელსაც შეუძლია გააკეთოს იმგვარი კომენტარები, როგორსაც იგი მიზანშეწონილად ჩათვლის.

2 .  კომიტეტის ანგარიშები გასაცნობად გადაეგზავნება მხარეებს, შემდეგ კი გამოქვეყნდება გენერალური მდივნის მიერ. მხარეებმა უნდა დაუშვან მათი დაუბრკოლებელი გავრცელებ