1. მხარეებმა, გენერალური მდივნის მეშვეობით, კომისიას უნდა მიაწოდონ ინფორმაცია ამ კონვენციის მოქმედების შესახებ მათს ტერიტორიებზე და, კერძოდ:
(a) ამ კონვენციის რეალიზაციის მიზნით გამოქვეყნებული კანონებისა და სამართლებრივი ნორმების ტექსტები;
(b) კერძო დეტალები მათს იურისდიქციაში შემავალი საქმეებისა, რომლებიც უკანონო ბრუნვას უკავშირდება, რომელთაც ისინი მნიშვნელოვნად თვლიან გამოვლენილი ახალი ტენდენციების, ამგვარ ბრუნვაში ჩაბმული რაოდენობების, ნივთიერებათა მოპოვების წყაროების, ანდა ამგვარ საქმიანობაში მონაწილე პირთა მიერ გამოყენებული მეთოდების გამო.
2. მხარეებმა უნდა მიაწოდონ ისეთი ინფორმაცია, ისეთნაირად და ისეთი თარიღებისთვის, როგორიც კომისიამ შეიძლება მოითხოვო