1. კომისიამ უნდა მიიღოს დელეგირებული აქტები 51-ე მუხლის შესაბამისად, რომლებიც 36 და 37-ე მუხლების მიზნებისთვის, განსაზღვრავენ კომპიუტერიზებული სისტემის მეშვეობით გაცვლილი ელექტრონული ადმინისტრაციული დოკუმენტების სტრუქტურასა და შინაარსს და 38-ე, 39-ე და 41-ე მუხლებში მითითებული სარეზერვო პროცედურების დამადასტურებელი დოკუმენტების სტრუქტურასა და შინაარსს, ამ ქვეთავის მიხედვით აქციზური საქონლის გადაადგილების კონტექსტში.

2. კომისიამ უნდა მიიღოს განმახორციელებელი აქტები, რომლებიც ადგენს კომპიუტერიზებული სისტემის მეშვეობით ელექტრონული ადმინისტრაციული დოკუმენტების გაცვლის წესებსა და პროცედურებს 36-ე და 37-ე მუხლების მიზნებისათვის და 38-ე, 39-ე და მე-40 მუხლებში მითითებული სარეზერვო პროცედურის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოყენების წესებსა და პროცედურებს, ამ ქვეთავის მიხედვით აქციზური საქონლის გადაადგილების კონტექსტში. ეს განმახორციელებელი აქტები მიღებული უნდა იქნეს 52-ე მუხლში მითითებული კონტროლის პროცედურის შესაბამისად.

ქვეთავი 3

დისტანციური ვაჭრო