1. 6(2)-ე მუხლის შეუზღუდავად, წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება მოითხოვონ აქციზურ საქონელზე საგადასახადო მარკირებების ან ეროვნული საიდენტიფიკაციო ნიშნების დატანა, რომლებიც გამოიყენება ფისკალური მიზნებისთვის იმ დროს, როდესაც ხდება საქონლის მოხმარებაში გაშვება წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე, ან, 33(1)-ე მუხლით ან 44(1)-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საქონელი შედის მათ ტერიტორიაზე.

2. იმ ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს, რომელიც მოითხოვს 1-ელ პუნქტში მოცემული საგადასახადო მარკირებების ან ეროვნული საიდენტიფიკაციო ნიშნების გამოყენებას, მოეთხოვება, ხელმისაწვდომი გახადოს ისინი დანარჩენი წევრი სახელმწიფოების საწყობის ავტორიზებული მმართველებისთვის. თუმცა, თითოეულ წევრ სახელმწიფოს შეუძლია მოითხოვოს, ეს მარკირებები ან ნიშნები ხელმისაწვდომი გახდეს ამ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ ავტორიზებული საგადასახადო წარმომადგენლისთვის.

3. იმ ნებისმიერი დებულების შეუზღუდავად, რომლებიც შეიძლება დაწესდეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ მუხლის პირობები სათანადოდ შესრულდეს და აღიკვეთოს გადასახადისთვის ნებისმიერი თავის არიდება, თავიდან აცილება ან დაბეგვრის უფლების ბოროტად გამოყენება, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საგადასახადო მარკირებები ან ეროვნული საიდენტიფიკაციო ნიშნები, რომლებიც მოცემულია 1-ელ პუნქტში, დაბრკოლებას არ უქმნიდეს აქციზური საქონლის თავისუფალ გადაადგილებას.

იმ შემთხვევაში, თუ ასეთი მარკირება ან ნიშნები დამაგრებულია აქციზურ საქონელზე, ამ მარკირების ან ნიშნების მისაღებად ნებისმიერი გადახდილი ან გარანტირებული თანხა, გარდა მათი გაცემის საფასურისა, უნდა ანაზღაურდეს, გაუქმდეს ან დაბრუნდეს იმ წევრი სახელმწიფოს მიერ, ვინც ისინი გასცა, თუ აქციზის გადასახადი დაექვემდებარა დაბეგვრას და აიკრიბა სხვა წევრ სახელმწიფოში.

იმ წევრ სახელმწიფოს, რომელმაც გასცა ეს მარკირებები ან ნიშნები, გადახდილი ან გარანტირებული თანხის კომპენსირების, რემისიის ან გაცემისთვის შეიძლება დააწესოს მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომ ეს მარკირებები ან ნიშნები მოხსნილი ან განადგურებულ იქნა მისი უფლებამოსილი ორგანოებისთვის მისაღები ფორმით.

4. 1-ელ პუნქტში განსაზღვრული საგადასახადო მარკირებები ან ეროვნული საიდენტიფიკაციო ნიშნები უნდა მოქმედებდეს მათ გამომშვებ წევრ სახელმწიფოში. თუმცა, წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება ორმხრივად აღიარონ აღნიშნული მარკირებები ან ნიშნები.

ქვეთავი 2

ღვინის მცირე მწარმოებლე