1. დანიშნულების წევრ სახელმწიფოში აქციზის გადასახადის გადახდას ექვემდებარება ერთი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოხმარებაში უკვე გაშვებული აქციზური საქონელი, რომლის შესყიდვა ხდება პირის მიერ, რომელიც დაფუძნებულია სხვა წევრ სახელმწიფოში და რომელიც არ ახორციელებს დამოუკიდებელ ეკონომიკურ საქმიანობას, გარდა საწყობის ავტორიზებული მმართველის, რეგისტრირებული ტვირთმიმღების ან სერტიფიცირებული ტვირთმიმღებისა, თუ ასეთი საქონლის გაგზავნა ან ტრანსპორტირება სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე პირდაპირ ან ირიბად ხდება იმ ტვირთგამგზავნის მიერ, რომელიც, ან მისი სახელით სხვა პირი, ახორციელებს დამოუკიდებელ ეკონომიკურ საქმიანობას.

2. 1-ელ პუნქტში მითითებულ შემთხვევაში, აქციზის გადასახადი ექვემდებარება გადახდას დანიშნულების წევრ სახელმწიფოში აქციზური საქონლის მიწოდებისას. დაბეგვრის პირობები და გამოსაყენებელი აქციზის განაკვეთი არის დაბეგვრის დაწესების თარიღისთვის მოქმედი დაბეგვრის პირობები და გამოსაყენებელი აქციზის განაკვეთი.

აქციზის გადასახადის გადახდა უნდა მოხდეს დანიშნულების წევრი სახელმწიფოს მიერ დადგენილი პროცედურის შესაბამისად.

3. პირი, რომელიც პასუხისმგებელია აქციზის გადასახადის გადახდაზე დანიშნულების წევრ სახელმწიფოში, წარმოადგენს ტვირთგამგზავნს.

თუმცა, დანიშნულების წევრ სახელმწიფოს შეუძლია ნება დართოს ტვირთგამგზავნს, აქციზის გადასახადის გადახდაზე პასუხისმგებელ პირად დანიშნოს დანიშნულების წევრ სახელმწიფოში დაფუძნებული საგადასახადო წარმომადგენელი. საგადასახადო წარმომადგენელი უნდა დაამტკიცონ ამ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ უზრუნველყონ, რომ იმ შემთხვევებში, თუ ტვირთგამგზავნი ან საგადასახადო წარმომადგენელი არ დაიცავენ მე-4 პუნქტის (a) ქვეპუნქტის დებულებას, აქციზის გადასახადის გადახდაზე პასუხისმგებელ პირად ჩაითვალოს აქციზური საქონლის ტვირთმიმღები.

4. ტვირთგამგზავნმა ან საგადასახადო წარმომადგენელმა უნდა შეასრულონ შემდეგი მოთხოვნები:

(a) აქციზური საქონლის გაგზავნამდე დააფიქსირონ საკუთარი ვინაობა და აქციზის გადასახადის გადახდის გარანტია სპეციალურად გამოყოფილ უფლებამოსილ სამსახურში, დანიშნულების წევრი სახელმწიფოს მიერ დადგენილი პირობებით;

(b) აქციზური საქონლის მიღების შემდეგ გადაიხადონ აქციზის გადასახადი (a) პუნქტში მითითებულ სამსახურში;

(c) აწარმოონ მიღებული აქციზური საქონლის აღრიცხვა.

შესაბამის წევრ სახელმწიფებს, მათ მიერ განსაზღვრული პირობებით, შეუძლიათ ამ მოთხოვნების გამარტივება ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებების საფუძველზე.

5. 1-ელ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში, პირველ წევრ სახელმწიფოში დაწესებული აქციზის გადასახადი, ტვირთგამგზავნის მოთხოვნით, ანაზღაურდება იმ შემთხვევაში, თუ ტვირთგამგზავნი ან საგადასახადო წარმომადგენელი დაიცავს მე-4 პუნქტით დაწესებულ პროცედურებს.

6. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ დააწესონ სპეციალური წესები 1-ლი მე-5 ქვეპუნქტების გამოყენებასთან დაკავშირებით იმ აქციზური საქონლის მიმართ, რომელიც გათვალისწინებულია ადგილობრივ დონეზე სპეციალური განაწილების შესახებ პროცედურებით.

ქვეთავი 4

განადგურება და დანაკარ