1. 36-ე მუხლიდან გამონაკლისის სახით, გაგზავნის წევრ სახელმწიფოში კომპიუტერიზებული სისტემის არარსებობის შემთხვევაში, სერტიფიცირებულ ტვირთგამგზავნს შეუძლია დაიწყოს აქციზური საქონლის გადაადგილება იმ პირობით, თუ:
(a) საქონელს თან ახლავს სარეზერვო პროცედურის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს იგივე მონაცემებს, რასაც შეიცავს 35(1)-ე მუხლში მითითებული წინასწარი გამარტივებული ელექტრონული ადმინისტრაციული დოკუმენტი;
(b) სერტიფიცირებული ტვირთგამგზავნი აცნობებს გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს გადაადგილების დაწყებამდე.
გადაადგილების დაწყებამდე, გაგზავნის წევრმა სახელმწიფომ ტვირთგამგზავნს შეიძლება მოსთხოვოს 1-ლი პუნქტის პირველი ქვეპარაგრაფის (a) პუნქტში მითითებული დოკუმენტის ასლი, ამ ასლში შესული მონაცემების გაგზავნის წევრი სახელმწიფოს მიერ ვერიფიკაცია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიცირებული ტვირთგამგზავნი პასუხისმგებელია კომპიუტერიზებული სისტემის არარსებობაზე, შესაბამისი ინფორმაცია არარსებობის მიზეზების შესახებ.
2. კომპიუტერიზებული სისტემის აღდგენისთანავე, ტვირთგამგზავნმა უნდა წარადგინოს წინასწარი გამარტივებული ელექტრონული ადმინისტრაციული დოკუმენტი 36(1) -ე მუხლის შესაბამისად.
36 (2)-ე მუხლის შესაბამისად წინასწარ გამარტივებულ ელექტრონულ ადმინისტრაციულ დოკუმენტში არსებული მონაცემების გადამოწმებისთანავე თუ აღმოჩნდა, რომ მონაცემები სწორია, ამ დოკუმენტმა უნდა ჩაანაცვლოს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის პირველი ქვეპარაგრაფის (a) პუნქტში მითითებული სარეზერვო პროცედურის დამადასტურებელი დოკუმენტი. 36(3)-ე მუხლი და 37-ე მუხლი გამოიყენება შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით.
3. 1-ლი პუნქტის პირველი ქვეპარაგრაფის (a) ქვე-ქვეპუნქტში მითითებული სარეზერვო პროცედურის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი უნდა შეინახოს სერტიფიცირებულმა ტვირთგამგზავნმა თავის ჩანაწერებში.
4. იმ შემთხვევაში, თუ გაგზავნის წევრ სახელმწიფოში კომპიუტერიზებული სისტემა არ არსებობს, სერტიფიცირებულ ტვირთგამგზავნს შეუძლია შეცვალოს საქონლის დანიშნულების ადგილი, როგორც ეს მითითებულია 36(5)-ე მუხლში და ეს ინფორმაცია მიაწოდოს გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს კომუნიკაციის ალტერნატიული საშუალებების გამოყენებით. სერტიფიცირებულმა ტვირთგამგზავნმა გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს ამის შესახებ უნდა აცნობოს დანიშნულების ადგილის ცვლილების დაწყებამდე. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები გამოიყენება შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინები