1. აქციზური საქონლის მიღებისას სერტიფიცირებულმა ტვირთმიმღებმა, დაუყოვნებლივ და გადაადგილების დასრულებიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა (გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც სათანადოდ არის დასაბუთებული უფლებამოსილი ორგანოებისთვის მისაღები ფორმით), დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს, კომპიუტერიზებული სისტემის გამოყენებით, უნდა წარუდგინოს აქციზური საქონლის მიღების აქტი.
2. დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები ახდენენ მიღების აქტში მოცემული მონაცემების ელექტრონულ ვერიფიკაციას.
იმ შემთხვევაში, თუ ეს მონაცემები არ არის სწორი, სერტიფიცირებულ ტვირთმიმღებს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ამის შესახებ.
იმ შემთხვევაში, თუ ეს მონაცემები სწორია, დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა სერტიფიცირებულ ტვირთმიმღებს უნდა მიაწოდონ მიღების აქტის რეგისტრაციის დასტური და გაუგზავნონ იგი გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს.
მიღების აქტი ითვლება იმის საკმარის მტკიცებულებად, რომ სერტიფიცირებულმა ტვირთმიმღებმა შეასრულა ყველა საჭირო ფორმალობა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქციზური საქონელი გათავისუფლებულია აქციზის გადასახადისგან, დანიშნულების წევრი სახელმწიფოსთვის გადასახდელი ნებისმიერი აქციზური გადასახადი ან აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით გათვალისწინებული ნებისმიერი გადასახადი გადახდილია III თავის შესაბამისად.
3. გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა სერტიფიცირებულ ტვირთგამგზავნს უნდა გაუგზავნონ მიღების აქტი.
4. გაგზავნის წევრ სახელმწიფოში გადახდილი აქციზის გადასახადი ექვემდებარება ანაზღაურებას მოთხოვნის შემთხვევაში და 1-ელ პუნქტში მითითებული მიღების აქტის საფუძველზ