1. თუ აქციზური საქონლის გადაადგილება ამ ქვეთავის მიხედვით ხორციელდება, სერტიფიცირებულმა ტვირთგამგზავნმა გაგზანის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარუდგინოს წინასწარი ელექტრონული გამარტივებული ადმინისტრაციული დოკუმენტი კომპიუტერიზებული სისტემის გამოყენებით.

2. გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა განახორციელონ წინასწარ, ელექტრონულ, გამარტივებულ ადმინისტრაციულ დოკუმენტში მოცემული მონაცემების ელექტრონული ვერიფიკაცია.

იმ შემთხვევაში, თუ ეს მონაცემები არ არის სწორი, სერტიფიცირებულ ტვირთგამგზავნს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ამის შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ ეს მონაცემები სწორია, გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა დოკუმენტს უნდა მიანიჭონ უნიკალური გამარტივებული ადმინისტრაციული საცნობარო კოდი და ეს კოდი აცნობონ სერტიფიცირებულ ტვირთგამგზავნს.

3. გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა ელექტრონული გამარტივებული ადმინისტრაციული დოკუმენტი დაუყოვნებლივ უნდა გადაუგზავნონ დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს, რომლებმაც ის უნდა მიაწოდონ სერტიფიცირებულ ტვირთმიმღებს.

4. სერტიფიცირებულმა ტვირთგამგზავნმა, აქციზური საქონლის თანმხლებ პირს, ან იმ შემთხვევაში, თუ საქონელს პირი არ ახლავს, მის გადამზიდავს ან გადამტანს, უნდა მიაწოდოს უნიკალური გამარტივებული ადმინისტრაციული საცნობარო კოდი. მოთხოვნის შემთხვევაში, აქციზური საქონლის თანმხლებმა პირმა, გადამზიდავმა ან გადამტანმა აღნიშნული კოდი გადაადგილების დროს უნდა მიწოდოს უფლებამოსილ ორგანოებს.

5. ამ ქვეთავის მიხედვით აქციზური საქონლის გადაადგილებისას, სერტიფიცირებულ ტვირთგამგზავნს შეუძლია, კომპიუტერიზებული სისტემის გამოყენებით, დანიშნულების ადგილი შეცვალოს იმავე წევრ სახელმწიფოში იგივე სერტიფიცირებული ტვირთმიმღების მიერ მართული მიწოდების სხვა ადგილით, ან გაგზავნის ადგილით. ამ მიზნით, სერტიფიცირებულმა ტვირთგამგზავნმა, კომპიუტერიზებული სისტემის გამოყენებით, გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს უნდა გაუგზავნოს დანიშნულების ადგილის ცვლილების წინასწარი ელექტრონული დოკუმენტ