1. აქციზური საქონლის გადაადგილება ამ ქვეთავის მოთხოვნებთან შესაბამისად მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვლება, თუ ეს ხორციელდება 36-ე მუხლის შესაბამისად დამუშავებული გამარტივებული ელექტრონული ადმინისტრაციული დოკუმენტის თანხლებით.
2. სერტიფიცირებულმა ტვირთმიმღებმა, 34(1)-ე მუხლის შესაბამისად, უნდა შეასრულოს ყველა შემდეგი მოთხოვნა:
(a) საქონლის გაგზავნამდე უზრუნველყოს გარანტია, რომელშიც გათვალისწინებულია რისკები, რომლებიც თან ახლავს აქციზის გადასახადების გადაუხდელობას, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ტრანზიტული წევრი სახელმწიფოების ტერიტორიების გავლით და დანიშნულების წევრ სახელმწიფოში საქონლის გადაადგილებების დროს;
(b) საქონლის გადაადგილების დასრულებისას გადაიხადოს დანიშნულების წევრ სახელმწიფოში გადასახდელი აქციზის გადასახადი ამ წევრი სახელმწიფოს მიერ დადგენილი პროცედურის შესაბამისად;
(c) დაეთანხმოს ნებისმიერ შემოწმებას, რომელიც დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს საშუალებას აძლევს თავად დარწმუნდნენ იმაში, რომ აქციზური საქონელი ნამდვილად იქნა მიღებული და რომ მასზე დაწესებული აქციზის გადასახადი გადახდილია.
3. მე-2 პუნქტის (a) ქვეპუნქტიდან გამონაკლისის სახით, დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ, მათ მიერ დადგენილი პირობებით, დაუშვან გარანტიის გაცემა გადამზიდავის ან გადამტანის, აქციზური საქონლის მფლობელის, სერტიფიცირებული ტვირთგამგზავნის მიერ, ან ერთობლივად ამ ორი ან მეტი პირის მიერ ერთობლივად, სერტიფიცირებულ ტვირთმიმღებთან ერთად ან მის გარეშე.
4. მე-2 პუნქტის (a) ქვეპუნქტში მითითებული გარანტია ვრცელდება მთელს ევროკავშირში.
5. წევრი სახელმწიფოები ადგენენ იმ დეტალურ წესებს, რომლებიც არეგულირებს გარანტიის უზრუნველყოფას და სისწორეს.
6. საწყობის ავტორიზებულმა მმართველმა ან რეგისტრირებულმა ტვირთგამგზავნმა შეიძლება იმოქმედოს, როგორც სერტიფიცირებულმა ტვირთგამგზავნმა ამ ქვეთავის მიზნებისთვის მას შემდეგ, რაც ამის შესახებ შეატყობინებს გაუგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს.
7. თავისუფალი საწყობის საწარმოს უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ან რეგისტრირებულმა ტვირთმიმღებმა შეიძლება იმოქმედოს, როგორც სერტიფიცირებულმა ტვირთმიმღებმა ამ ქვეთავის მიზნებისთვის მას შემდეგ, რაც ამის შესახებ შეატყობინებს დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს.
8. სერტიფიცირებული ტვირთგამგზავნისთვის ან სერტიფიცირებული ტვირთმიმღებისთვის, რომელიც მხოლოდ დროდადრო აგზავნის ან იღებს აქციზურ საქონელს, მე-3 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებში მითითებული სერტიფიცირება უნდა შემოიფარგლებოდეს აქციზური საქონლის განსაზღვრული რაოდენობით, ერთი ტვირთმიმღებით ან ტვირთგამგზავნით და განსაზღვრული დროის მონაკვეთით. წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლებელია შეზღუდონ სერტიფიცირება მხოლოდ ერთი გადაადგილებით. მიუხედავად მე-3 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტების მოთხოვნებისა, ასეთი დროებითი სერტიფიცირება შეიძლება ასევე მიენიჭოს იმ კერძო პირებს, რომლებიც მოქმედებენ, როგორც ტვირთგამგზავნები ან ტვირთმიმღებები, როდესაც 33(2) მუხლის შესაბამისად, აქციზური საქონლის მიწოდება ხდება კომერციული მიზნებისთვი