1. არაუგვიანეს აქციზის გადასახადის ჰარმონიზაციის ბოლო ეტაპისა, უნდა მოხდეს აქციზის გადასახადის აკრეფის წესების ჰარმონიზება. წინა ეტაპის დროს, აქციზის გადასახადი, ძირითადად უნდა აიკრიფოს აქციზური მარკების მეშვეობით. წევრი სახელმწიფოები, თუ ისინი აქციზის გადასახადს კრეფენ აქციზური მარკების მეშვეობით, ვალდებულნი არიან, აღნიშნული მარკები სხვა წევრ სახელმწიფოებში მწარმოებლებისა და გამყიდველებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ. წევრმა სახელმწიფოებმა, თუ ისინი აქციზის გადასახადს კრეფენ სხვა საშუალებების გამოყენებით, უნდა უზრუნველყონ, რომ ამ მხრივ წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობაზე გავლენა არ მოახდინოს რაიმე ადმინისტრაციული თუ ტექნიკური ხასიათის დაბრკოლებამ.
2. იმპორტიორები და წარმოებული თამბაქოს ევროკავშირის მწარმოებლები ექვემდებარებიან პირველ პუნქტში განსაზღვრულ სისტემას, აქციზის გადასახადით დაბეგვრისა და მისი გადახდის დეტალურ წესებთან დაკავშირებით.