2. მე-10 მუხლიდან გამონაკლისის სახით, საფრანგეთს შეუძლია განაგრძოს 2010 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისთვის აქციზის გადასახადის შემცირებული განაკვეთის გამოყენება კორსიკის დეპარტამენტებში მოხმარებისთვის გაშვებული სიგარეტების მიმართ, მაქსიმუმ 1200 ტონა წლიური კვოტით. შემცირებული განაკვეთი უნდა იყოს:
2012 წლის 31 დეკემბრამდე, ფასის სულ მცირე 44%, ფასთა იმ კატეგორიის მქონე სიგარეტებისთვის, რომელიც ამ დეპარტამენტებში ყველაზე მოთხოვნადია;
2013 წლის 1 იანვრიდან, მოხმარებისთვის გაშვებული სიგარეტების საშუალო შეწონილი საცალო სარეალიზაციო ფასის სულ მცირე 50%; აქციზის გადასახადი არ უნდა იყოს 88 ევროზე ნაკლები ყოველ 1 000 ცალ სიგარეტზე, საშუალო შეწონილი საცალო სარეალიზაციო ფასის მიუხედავად;
2015 წლის 1 იანვრიდან, მოხმარებისთვის გაშვებული საშუალო შეწონილი საცალო სარეალიზაციო ფასის სულ მცირე 57%; აქციზის გადასახადი არ უნდა იყოს 90 ევროზე ნაკლები ყოველ 1 000 ცალ სიგარეტზე, საშუალო შეწონილი საცალო სარეალიზაციო ფასის მიუხედავად.
სიგარეტების გარდა სხვა წარმოებული თამბაქოს მიმართ გამოყენებული დებულებე