2. საშუალო შეწონილი საცალო სარეალიზაციო ფასი უნდა გაანგარიშდეს მოხმარებისთვის გაშვებული ყველა სიგარეტის საერთო ღირებულებასთან მიმართებით, საცალო სარეალიზაციო ფასის საფუძველზე, ყველა გადასახადის ჩათვლით, რომელიც იყოფა მოხმარებისთვის გაშვებული სიგარეტების საერთო რაოდენობაზე. ის უნდა განისაზღვროს არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მარტისთვის, წინა კალენდარული წლის განმავლობაში მოხმარების მიზნით ყველა ამ გაშვებასთან დაკავშირებული მონაცემების საფუძველზე.

3. 2013 წლის 31 დეკემბრამდე, აქციზის გადასახადის კონკრეტული კომპონენტი არ უნდა იყოს იმ საერთო საგადასახადო ტვირთის ოდენობის 5%-ზე ნაკლები და 76,5%-ზე მეტი, რომელიც წარმოიშვა შემდეგის გაერთიანების შედეგად:

კონკრეტული აქციზის გადასახადი;

ადვალორული აქციზის გადასახადი და დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ), რომლითაც დაბეგრილია საშუალო შეწონილი საცალო სარეალიზაციო ფასი.

4. 2014 წლის 1 იანვრიდან, სიგარეტებზე აქციზის გადასახადის კონკრეტული კომპონენტი არ უნდა იყოს იმ საერთო საგადასახადო ტვირთის ოდენობის 7,5%-ზე ნაკლები და 76,5%-ზე მეტი, რომელიც წარმოიშვება შემდეგის გაერთიანების შედეგად:

კონკრეტული აქციზის გადასახადი;

ადვალორული აქციზის გადასახადი და დღგ, რომლითაც დაბეგრილია საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასი.

5. მე-3 და მე-5 პუნქტებიდან გამონაკლისის სახით, იმ შემთხვევაში, როცა წევრ სახელმწიფოში ხდება სიგარეტების საშუალო შეწონილი საცალო სარეალიზაციო ფასის ცვლილება, მას შედეგად მოჰყვება სააქციზო გადასახადის კონკრეტული კომპონენტი, რომელიც გამოსახულია საერთო საგადასახადო ტვირთის პროცენტული მაჩვენებლის სახით, საერთო საგადასახადო ტვირთის შესაბამის 5%-ზე ან 7,5%-ზე ქვევით, ან 76,5%-ზე ზევით, შესაბამის წევრ სახელმწიფოს შეუძლია თავი შეიკავოს კონკრეტული აქციზის გადასახადის ოდენობის რეგულირებისგან, იმ წლის მომდევნო მეორე წლის 1 იანვრამდე, როცა ზემოაღნიშნული ცვლილება მოხდა.

6. ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებისა და მე-7(1) მუხლის მეორე აბზაცის შესაბამისად, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ სიგარეტები დაბეგრონ მინიმალური აქციზის გადასახადი