1. აქციზის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.
2. აქციზი გადახდას ექვემდებარება არა უგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. საქონლის იმპორტისას აქციზი გადაიხდება იმპორტის გადასახდელისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
4. (ამოღებულია – 20.12.2011, №5557).
საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4547 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4935 - ვებგვერდი, 30.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5557 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2013 წლის
26 დეკემბრის კანონი №1886
- ვებგვერდი, 30.12.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.12.2013-ის აქტით. ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 26.12.2013 კანონი №1886
- 20.12.2011 კანონი №5557
- 24.06.2011 კანონი №4935
- 14.06.2011 კანონი №4754
- 19.04.2011 კანონი №4547
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 190. აქციზის გადახდის წესი 1. აქციზის საანგარიშო პერიოდია კვარტლენდარული თვე. 2. აქციზი გადახდას ექვემდებარება არა უგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. საქონლის იმპორტისას ან შავი ან/და ფერადი ლითონების ექსპორტისას აქციზი გადაიხდება იმპორტის/ექპორტის გადასახდელისათვის დადგენილი წესის შესაბამისად. 4. საქართველოს ტერიტორიაზე აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის მწარმოებლები და იმპორტიორები (დეკლარანტები) აქციზური მარკის შეძენისას იხდიან აქციზს და აქციზური მარკის ნომინალურ ღირებულებას სრული ოდენობით. ნომინალის ღირებულება განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით – 20.12.2011, №5557).