საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4547-Iს
სარეგისტრაციო კოდი
200000000.05.001.016288
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110505014, 05/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში   ცვლილე ბე ბ ის ა და დამატების შეტანის შესახებ

მუხლი 1 . საქართველოს საგადასახადო კოდექს ში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე , №54 , 12 .10 .2010 , მუხ. 343 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 188-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

3. 190-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქონლის იმპორტისას აქციზი გადაიხდება იმპორტის გადასახდელისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.“.

4. 194-ე მუხლის მე-6 ნაწილის„ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აქციზური საქონლის ექსპორტი მხოლოდ იმ საანგარიშო პერიოდისათვის, რომლისთვისაც გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა.ა) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას და საგადასახადო               ანგარიშ-ფაქტურაში აღნიშნული აქციზის თანხის მომწოდებლისათვის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტირებული აქციზური საქონლის წარმოებისათვის გამოყენებულ იქნა სხვა პირის მიერ წარმოებული სხვა აქციზური საქონელი (ნედლეული));

ა.ბ) სასაქონლო დეკლარაციას საქონლის ექსპორტში გაშვების შესახებ;“.

5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2261  მუხლი:

     „მუხლი 2261 . შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტის მომსახურების ტარიფი

შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტის მომსახურებ ის ტარიფის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                             მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 19 აპრილი.

№4547-Iს

რა შეცვალა ამ აქტმა (5 მუხლი)

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

კანონპროექტები პარლამენტში

ამ აქტის შეცვლის 1 კანონპროექტი დარეგისტრირდა, მათგან მიღებულია 1. ამჟამად განხილვაში არცერთი არ არის.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.04.2011.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ მიღებულია 19.04.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4547-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 200000000.05.001.016288.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.04.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“, №4547-Iს, 19.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016288 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1321666/