„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6214-რს
სარეგისტრაციო კოდი
210020100.05.001.016743
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონ შ ი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ს „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვა – წელიწადში 1 00 ლარი;“;

ბ) მე-10 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე ) სამორინეს მოწყობა:

ე .ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქ ალაქ ბათუმისა, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიისა, დაბა ბაკურიანის ტერიტორიისა, ასევე ქობულეთის, ბორჯომის, წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა) – წელიწადში არა უმეტეს 5 000 000 ლარი სა ;

ე .ბ) ქ ალაქ ბათუმში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში – წელიწადში 250 000 ლარი;“;

გ) 108  პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 109  პუნქტი:

„109 . საქართველოს მთავრობა, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტით და 101  და 102  პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა:

ა) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს;

ბ) უფლებამოსილია სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე დაადგინოს შეღავათები (სრული ან ნაწილობრივი განთავისუფლება).“.

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათები (სრული ან ნაწილობრივი განთავისუფლება) კატეგორიების მიხედვით დგინდება მხოლოდ ამ კანონით, გარდა ამავე კანონის მე-7 მუხლის 109  პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

3. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22  პუნქტი:

„22 . თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვ ის მაძიებელი სანებართვო მოსაკრებელს იხდის ნებართვის მოქმედების ვადის შესაბამისი ოდენობით.“.

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2012 წლის 1 ივლისამდე დაადგინოს სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე დაადგინოს შეღავათები.

მუხლი 3. სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელს 2012 წლის 1 ივლისამდე გადახდილი სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებელი ეთვლება გადახდილად იმ ვადის განმავლობაში, რა ვადისთვისაც ეს მოსაკრებელი იყო გადახდილი.

მუხლი 4

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, მე-2 პუნქტისა და მე-3 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, მე-2 პუნქტი და მე-3 მუხლი ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 15 მაისი.

№6214-რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.05.2012.
როდის იქნა მიღებული „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.05.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №6214-რს. სარეგისტრაციო კოდი — 210020100.05.001.016743.
რამდენი მუხლისგან შედგება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.05.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №6214-რს, 15.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 210020100.05.001.016743 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1661587/