„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6055-Iს
სარეგისტრაციო კოდი
210020100.05.001.016688
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის:

ა) მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) აზარტული კლუბის მოწყობა − წელიწადში 10 000 ლარიდან 50 000 ლარის ჩათვლით .“;

ბ) 105  პუნქტი ს შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 106 −108   პუნქტები:

„106 . საქართველოს მთავრობა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ვ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს აზარტული კლუბის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს.

107 . ქალაქ თბილისში სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე თავისუფლდება არა უმეტეს 3 აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მისაღებად დაწესებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან .

108 . ქალაქ თბილისში სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე თავისუფლდება1 აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მისაღებად დაწესებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან .“.

2. მე-9 მუხლის მე-2 და 21  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლებისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, აზარტული კლუბის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 10 7  და 10 8  პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობის ნებართვების მფლობელები უფლებამოსილი არიან, სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადონ ყოველწლიურად, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 104 , 105  და 106  პუნქტებით გათვალისწინებული (დადგენილი) ოდენობით, შესაბამისი ნებართვის აღების დღიდან არა უგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა. ამასთანავე, სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობისათვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებლები გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი ნებართვების გაცემამდე. აზარტული კლუბის მოწყობის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება სრულად, სამორინეს მოწყობის ან სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის იმ ნებართვის მიმდინარე წლის დასრულებამდე დარჩენილი დღეების მიუხედავად, რომლის საფუძველზედაც გაცემულია აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა.

21 . სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობის ნებართვების ვადაზე ადრე გაუქმების შემთხვევაში ნებართვების მფლობელებს სანებართვო მოსაკრებლების დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება არ ეკისრებათ.“.

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2012 წლის 1 მაისამდე დაადგინოს აზარტული კლუბის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთები.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი  მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 24 აპრილი.

№6055- Iს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.04.2012.
როდის იქნა მიღებული „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.04.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №6055-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 210020100.05.001.016688.
რამდენი მუხლისგან შედგება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.04.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №6055-Iს, 24.04.2012, სარეგისტრაციო კოდი 210020100.05.001.016688 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.04.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1642774/