„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის ცნება
სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი არის ერთჯერადი (გარდა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სავალდებულო გადასახდელი საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში ან შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში (თუ ლიცენზიას/ნებართვას გასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება), რომელსაც ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი გადაიხდის კანონით დადგენილი ოდენობით,სახელმწიფოს მიერ მისთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებისათვის.“.
2. მე-7 მუხლის:
ა) მე-10 პუნქტის„ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა – წელიწადში 50 000 ლარიდან 1 000 000 ლარის ჩათვლით;“;
ბ) 103 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 104 პუნქტი:
„104. საქართველოს მთავრობა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს (მათ შორის,სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ ისთვის). საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მის მიერ დადგენილი სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი მისი ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში გაზარდოს არა უმეტეს 30%-ით, ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში.“.
3. მე-9 მუხლის:
ა)მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით,ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა თავისუფალი საწყობის საქმიანობის ა და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლებისა. თავისუფალი საწყობის საქმიანობის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ყოველწლიურად, ნებართვის აღების დღიდან არა უგვიანეს 12 თვისა, თანაბარი ოდენობებით.სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადოს ყოველწლიურად, თანაბარზომიერად, ამ კანონის მე-7 მუხლის 104 პუნქტით გათვალისწინებული (დადგენილი) ოდენობით, ნებართვის აღების დღიდან არა უგვიანეს 12 თვისა. ამასთანავე, თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვისა და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვ ებ ის ყოველწლიური მოსაკრებლები გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი ნებართვ ებ ის გაცემამდე.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის ვადაზე ადრე გაუქმების შემთხვევაში ნებართვის მფლობელს სანებართვო მოსაკრებლის დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება.“.
მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებ ა მდე დაადგინოს სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი.
მუხლი 3
1.ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნები სთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნები დან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 24 ივნისი.
№4934-რს