„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5248-IIს
სარეგისტრაციო კოდი
210020100.05.001.016469
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111122015, 22/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

   მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,  №26, 5.09.2003, მუხ.195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვა:

ა) წამახალისებელი გათამაშების მოწყობა – 15 000 ლარი;

ბ)  სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა – წელიწადში 50 000 ლარიდან 1 000 000 ლარის ჩათვლით;

გ) ლოტოსა და ბინგოს მოწყობა (თითოეული სახეობა) – წელიწადში  15 000 ლარი;  

დ) ტოტალიზატორის მოწყობა – წელიწადში:

დ.ა) თვითმმართველი ქალაქის (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი) ტერიტორიაზე – 30 000 ლარი;

დ.ბ) სხვა ტერიტორიაზე – 20 000 ლარი;

ე) სამორინეს მოწყობა –  წელიწადში:

 ე.ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქ. ბათუმისა, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიისა, დაბა ბაკურიანის ტერიტორიისა, ასევე ქობულეთის, ბორჯომის, წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა) – 5 000 000 ლარი;

ე.ბ) ქ. ბათუმში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორი აზე, ასევე ქობულეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებ ში  – 250 000 ლარი.“.

2. მე-9 მუხლის მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლებისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს მოწყობის ნებართვ ებ ის მფლობელ ებ ი უფლებამოსილი არიან სანებართვო მოსაკრებლ ებ ი გადაიხადო ნ ყოველწლიურად, ამ კანონის მე-7 მუხლის    მე-10 პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით და 104 პუნქტით გათვალისწინებული (დადგენილი) ოდენობით, შესაბამისი ნებართვის აღების დღიდან არა უგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა. ამასთანავე, სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს მოწყობის ათვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებლები გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი ნებართვის გაცემამდე.

21. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს მოწყობის ნებართვ ებ ის ვადაზე ადრე გაუქმების შემთხვევაში ნებართვ ებ ის მფლობელ ებ ს სანებართვო მოსაკრებლ ებ ის დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება თ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                       მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 8 ნოემბერი.

№5248–IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.11.2011.
როდის იქნა მიღებული „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.11.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5248-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 210020100.05.001.016469.
რამდენი მუხლისგან შედგება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.11.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5248-IIს, 08.11.2011, სარეგისტრაციო კოდი 210020100.05.001.016469 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.11.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1513896/