„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1757
სარეგისტრაციო კოდი
470.100.000.05.001.001.150
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 31, 10/12/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

   მუხლი 1„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 2000 წელი, მუხ.13) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) ჯვარედინი დონორობა – ერთი პოტენციური რეციპიენტის მეუღლის ან გენეტიკური ნათესავის რომელიმე ორგანოს აღება მეორე პოტენციური რეციპიენტისათვის გადასანერგად და, შესაბამისად, მეორე პოტენციური რეციპიენტის მეუღლის ან გენეტიკური ნათესავის იმავე ორგანოს აღება პირველი პოტენციური რეციპიენტისათვის გადასანერგად.“.

2. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13

ადამიანის თავის ტვინის სიკვდილის კრიტერიუმებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეიმუშავებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

3. მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დონორი და რეციპიენტი გენეტიკური ნათესავები ან მეუღლეები არიან, ან დონორისგან ორგანოს აღება ხდება ჯვარედინი დონორობის პრინციპით, რაზედაც არსებობს ტრანსპლანტაციის საბჭოს თანხმობა, გარდა ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;“.

4. 57-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:

„11. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა არა უგვიანეს 2003 წლის 1 მარტისა მიიღოს ბრძანება „ჯვარედინი დონორობის პრინციპით ორგანოების აღებისა და გადანერგვის წესის შესახებ“.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 21 ნოემბერი.

№1757-Iს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.11.2002.
როდის იქნა მიღებული „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.11.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1757. სარეგისტრაციო კოდი — 470.100.000.05.001.001.150.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.11.2002 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №1757, 21.11.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.100.000.05.001.001.150 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.11.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/14146/