„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2997
სარეგისტრაციო კოდი
100.030.010.05.001.004.023
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 24, 10/05/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N24, 02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-13 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ჯარიმის გადახდის იძულებით აღსრულება ხდება ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ჯარიმის გადახდის იძულებით აღსასრულებლად მიქცევას საჯარიმო ქვითრის საფუძველზე ახორციელებს შესაბამისი პრობაციის ბიუროს უფროსი.

5. ჯარიმის გადახდის იძულებით აღსრულებას ახორციელებს აღმასრულებელი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

2. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღიდან და მთავრდება მომსახურების ვადის ბოლო სამუშაო დღის დასრულებისთანავე. თუ მომსახურების ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, აღნიშნული ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.“.

3. მე-16 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მსჯავრდებულის პირად საქმეში არსებული მასალების გაცნობის წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 451 მუხლი:

„მუხლი 451. დადგენილი რეჟიმის მსჯავრდებულის მიერ დარღვევის რაოდენობათა ათვლის რეგულირების წესი

ამ კანონის მე-12 მუხლით დადგენილი რეჟიმის დარღვევის რაოდენობათა ათვლა დაიწყოს 2010 წლის 1 იანვრიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი

 

თბილისი,

2010 წლის 27 აპრილი.

N 2997 - რს