„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5631
სარეგისტრაციო კოდი
360.050.000.05.001.003.096
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 48, 27/12/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 1998 წელი, მუხ. 51) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 27-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კოლხეთის დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. დაცული ტერიტორიების მართვაში, ფუნქციონირებასა და განვითარებაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მონაწილეობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 33-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 34. კოლხეთის დაცული ტერიტორიების დაფინანსება

კოლხეთის დაცული ტერიტორიების დაფინანსება ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

4. 48-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. 49-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ კანონის 151 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად 2009 წლის 1 იანვრამდე დაიშვება ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება (არა უმეტეს 6–10 ცხ.ძ.) მოტორიანი ნავით.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის

შემსრულებელი  . ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 18 დეკემბერი.

№5631–II