საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4470-Iს
სარეგისტრაციო კოდი
200000000.05.001.016263
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110401014, 01/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების ა და დამატების შეტანის შესახებ

 მუხლი 1 . საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საერთაშორისო საავიაციო და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტი ან/და მიწოდება;“.

2. 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საერთაშორისო საავიაციო და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტი ან/და მიწოდება;“.

3. 199-ე მუხლის „ვ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საერთაშორისო საავიაციო და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტი;“.

4. 270-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საგადასახადო კანონმდებლობის სწავლების, საურავის, ფულადი ჯარიმის, საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“;

ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ კოდექსის 281-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებულ ი სამართალდარღვევე ბისთვის ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება ან საგადასახადო კანონმდებლობის სწავლ ება.“;

გ) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი:

„8. საგადასახადო კანონმდებლობის სწავლ ებ ისთვის თავის არიდების შემთხვევაში აღნიშნული საგადასახადო სანქცი ა იცვლება ფულადი ჯარიმით.“.

 მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                             მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 22 მარტი.

№4470–Iს

რა შეცვალა ამ აქტმა (3 მუხლი)

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.03.2011.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ მიღებულია 22.03.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4470-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 200000000.05.001.016263.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.03.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“, №4470-Iს, 22.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016263 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1264148/