საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3968-IIს
სარეგისტრაციო კოდი
200000000.05.001.016101
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 74, 24/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-200 მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მიწა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწები.“;

ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი:

„41. ყ ოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები – მიწები ტყეებით ან მათ გარეშე, რომლებიც გამოიყენება სოფლის მეურნეობის დამხმარე საქმიანობაში.“.

2. 204-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. ყ ოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწებზე ქონების გადასახადის განაკვეთი გაიანგარიშება შემდეგი წესით:

ა) წლიურ საბაზისო განაკვეთს ლარებში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით ადგენს საქართველოს მთავრობა ტერიტორიული ერთეულების მიხედვით, 20 ლარიდან 50 ლარამდე ზღვრული ოდენობის ფარგლებში;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განისაზღვრება გადასახადის განაკვეთი, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წლიური საბაზისო განაკვეთის 50 პროცენტს.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 2 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                     მ . სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 10 დეკემბერი.

№3968-IIს

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2010.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 10.12.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3968-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 200000000.05.001.016101.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, №3968-IIს, 10.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016101 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1152232/