საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12-ის დანართი, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 444 მუხლი:
„მუხლი 444. არაიოდირებული მარილის რეალიზაცია, ვადაგასული იოდირებული მარილისა და ფალსიფიცირებული სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების იმპორტი და რეალიზაცია
არაიოდირებული მარილის რეალიზაცია (გარდა „იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ვადაგასული იოდირებული მარილის ან ფალსიფიცირებული სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტის იმპორტი ან რეალიზაცია, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 2000 ლარამდე.“.
2. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51-ე ნაწილი:
„51. ამ კოდექსის 444 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სამსახურების უფლებამოსილი თანამდებობის პირები.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 25 თებერვალი.
№1056–Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.02.2005.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 25.02.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1056. სარეგისტრაციო კოდი — 020.000.000.05.001.001.727.
- სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.02.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“, №1056, 25.02.2005, სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.001.727 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.02.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/30886/