საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5627
სარეგისტრაციო კოდი
020.080.000.05.001.003.092
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 48, 27/12/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1724 და 1725 მუხლები:

     „მუხლი 1724. შვილად აყვანის სფეროში სოციალური მუშაკის მიერ უფლებამოსილების გადამეტება ან მის მიერ მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება

შვილად აყვანის სფეროში სოციალური მუშაკის მიერ უფლებამოსილების გადამეტება ან მის მიერ მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 1000 ლარამდე ოდენობით.

    მუხლი 1725. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის მელოგინის გაპარვის შეუტყობინებლობა

სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის მელოგინის გაპარვის შეუტყობინებლობა, –

გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.“.

2. 239-ე მუხლის 22-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. ამ კოდექსის 1724, 1725, 1736, 1737, 1739, 1751 და 1792 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები.“.

3. 252-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 45-ე, 47-ე–1002, 103-ე–1051, 134-ე, 135-ე, 143-ე, 144-ე, 145-ე–1542, 156-ე, 1571–158-ე, 164-ე, 1644, 165-ე, 1651, 1654–1659, 166-ე, 167-ე, 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 172-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1724 , 173-ე, 1731, 1732, 1736, 1737, 1739, 174-ე–1744, 175-ე, 1751, 1771–17710, 1792, 180-ე–1831, 185-ე–1872, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1962–1966, 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა; თუ იგი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, ასეთი პირი შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს პრეზიდენტისმოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 18 დეკემბერი.

№5627_IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.12.2007.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 18.12.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5627. სარეგისტრაციო კოდი — 020.080.000.05.001.003.092.
სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.12.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“, №5627, 18.12.2007, სარეგისტრაციო კოდი 020.080.000.05.001.003.092 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/20284/