საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1392, 1393 და 1394 მუხლები:
„მუხლი 1392. ტრანსპორტის შესაბამის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ადმინისტრაციის ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა
ტრანსპორტის სფეროში ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელის მიერ შესაბამის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ადმინისტრაციის ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარამდე.
მუხლი 1393. ტრანსპორტის სფეროში ლიცენზირების ან/და ნებართვის წესების დარღვევა
პირის მიერ ტრანსპორტის სფეროში სათანადო ლიცენზიის ან/და ნებართვის გარეშე საქმიანობა, ან შესაბამისი ლიცენზიის ან/და ნებართვის პირობების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარამდე.
მუხლი 1394. „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა ან მათი შესრულების ვადების დარღვევა
„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა ან მათი შესრულების ვადების დარღვევა,–
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარამდე.“.
2. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 47-ე ნაწილი:
„47) ამ კოდექსის 1392, 1393 და 1394 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ ტრანსპორტის შესაბამის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ადმინისტრაციების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 14 აგვისტო.
№2963_რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.08.2003.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 14.08.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2963. სარეგისტრაციო კოდი — 020.000.000.05.001.001.370.
- სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.08.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“, №2963, 14.08.2003, სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.001.370 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.08.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/12910/