საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3180
სარეგისტრაციო კოდი
020.080.000.05.001.002.296
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 17, 30/05/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 1392 და 1393 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1392. ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა

ტრანსპორტის სფეროში ლიცენზიის/ნებართვის ან/და სერტიფიკატის მფლობელის მიერ საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ნორ-მატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარამდე.

    მუხლი 1393. ტრანსპორტის სფეროში ლიცენზირების/ნებართვის გაცემის ან/და სერტიფიცირების/შესაბამისობის დეკლარაციის წესების დარღვევა

პირის მიერ ტრანსპორტის სფეროში სათანადო ლიცენზიის/ნებართვის ან/და სერტიფიკატის/შესაბამისობის დეკლარაციის ან/და მოწმობის გარეშე საქმიანობა, ან შესაბამისი ლიცენზიის ან/და ნებართვის ან/და სერტიფიკატის/შესაბამისობის დეკლარაციის ან/და მოწმობის პირობების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარამდე.“.

2. 239-ე მუხლის:

ა) 28-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„28. ამ კოდექსის 1271 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საამისოდ უფლებამოსილი პირი.“;

ბ) 47-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„47. ამ კოდექსის 1392, 1393 და 1394 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას, აგრეთვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვასა და ადმინისტრაციული სახდელების დადებას ახორციელებენ საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირები.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 მაისი.

№3180–Iს