საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№663
სარეგისტრაციო კოდი
020.000.000.05.001.001.616
გამოქვეყნების წყარო
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1645 მუხლი:

     „მუხლი 1645 . კვების პროდუქტების უკანონო წარმოება

1. ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის წარმოების სფეროში ლიცენზიის გარეშე საქმიანობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასი ლარით.

2. ლუდის, უალკოჰოლო სასმელებისა და წყლის, მათ შორის, მინერალური წყლის, სასაქონლო პრო-დუქციის წარმოების სფეროში ლიცენზიის გარეშე საქმიანობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასი ლარით.

3. ბავშვთა კვების პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოების სფეროში ლიცენზიის გარეშე საქმიანობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასი ლარით.

4. ყველა სხვა სახის კვების პროდუქტების წარმოება ლიცენზიის გარეშე, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასი ლარით.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასი ლარით.“.

2. 239-ე მუხლის 39-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„39. ამ კოდექსის 1052 და 1053 მუხლებითა და 1645 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი – სამტრესტი. 1645 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „საქმინხილწყალი“, ხოლო 1645 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ოქმს – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახური.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 9 დეკემბერი.

№662_IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.12.2004.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 09.12.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №663. სარეგისტრაციო კოდი — 020.000.000.05.001.001.616.
სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.12.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“, №663, 09.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.001.616 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31600/