საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 442 მუხლი:
„მუხლი 442. უკანონო საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობა
1. საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობა სახელმწიფო ნებართვის (ლიცენზიის) გარეშე,–
გამოიწვევს დაჯარიმებას ათასი ლარის ოდენობით.
2. სამკურნალო საშუალების მომზადების, წარმოების, ვარგისობის ვადების, შეძენის (შესყიდვის), შენახვის, აღრიცხვის, გაცემის (რეალიზაციის), ხარისხის კონტროლის, სტანდარტიზაციის, სერტიფიცირების, შეფუთვის, მარკირების, გადაზიდვა-გადაგზავნის, ექსპორტ-იმპორტის, რეექსპორტის, განადგურების დადგენილი წესების დარღვევა ან/და ფარმაცევტული საქმიანობის განხორციელება არასპეციალისტის მიერ, აგრეთვე ფალსიფიცირებული ან არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალების გასაღება,–
გამოიწვევს დაჯარიმებას რვაასი ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში აღნიშნული ქმედებები, ჩადენილი განმეორებით,–
გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასი ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.“.
2. 208-ე მუხლს ციფრების „441“ შემდეგ დაემატოს ციფრები „442“.
3. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 38-ე ნაწილი:
„38. ამ კოდექსის 442 და 45-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო ან ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი დაწესებულებები.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2001 წლის 18 დეკემბერი.
№1193_Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.12.2001.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 18.12.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1193. სარეგისტრაციო კოდი — 020.000.000.05.001.001.009.
- სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.12.2001 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“, №1193, 18.12.2001, სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.001.009 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/15808/