საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1770
სარეგისტრაციო კოდი
020.000.000.05.001.001.155
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 31, 10/12/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. 153-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დამამზადებლის (შემსრულებლის, გამყიდველის), აგრეთვე იმპორტიორის მიერ მომხმარებლისათვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის მიუწოდებლობა, არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება –

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.“;

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4-5 ნაწილები:

„4. რეალიზატორის მიერ პროდუქციის რეალიზაცია მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის ქართულ ენაზე მიწოდების გარეშე, აგრეთვე ქართულ ენაზე არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას ორასიდან ოთხას ლარამდე, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას ხუთასიდან რვაას ლარამდე.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას ხუთასიდან რვაას ლარამდე, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას რვაასიდან ათას ხუთას ლარამდე.“.

2. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 43-ე ნაწილი:

„43. ამ კოდექსის 153-ე მუხლის მე-3–5 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირები.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 22 ნოემბერი.

№1770–Iს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.11.2002.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 22.11.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1770. სარეგისტრაციო კოდი — 020.000.000.05.001.001.155.
სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.11.2002 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, №1770, 22.11.2002, სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.001.155 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.11.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/14176/