„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 149-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 149. სასმელი წყლის უკანონო მოხმარება და წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა
1. სასმელი წყლის უკანონო მოხმარება, აგრეთვე წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 1 500 ლარის ოდენობით.“.
2. 239-ე მუხლის:
ა) მე-14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. ამ კოდექსის 513, 533, 55-ე, 552და 553მუხლებით, 601მუხლის პირველი ნაწილით, 1191, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1534, 159-ე და 1591მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები.“;
ბ) 61-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 62-ე ნაწილი:
„62. ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.“.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 28 ივნისი.
№3166–რს