საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5594-რს
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.016575
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 66-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 ნაწილები:

„21. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე (გარდა დაცული ტერიტორიისა) ფიზიკური პირის მიერ შეშის დამზადება პირადი სარგებლობისათვის სათბობად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების გარეშე −

გამოიწვევს ფიზიკური პირის გაფრთხილებას, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ.

22. ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.“.

2. 1282 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 ნაწილები:

„51. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე (გარდა დაცული ტერიტორიისა) ფიზიკური პირის მიერ მოპოვებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ხე-ტყის ტრანსპორტირება პირადი სარგებლობისათვის სათბობად საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი დოკუმენტის გარეშე −

გამოიწვევს ფიზიკური პირის გაფრთხილებას, ხე-ტყის კონფისკაციით ან უამისოდ.

52. ამ მუხლის 51 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 23 დეკემბერი.

№5594-რს

 

 

 

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.12.2011.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 23.12.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5594-რს. სარეგისტრაციო კოდი — 020000000.05.001.016575.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.12.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №5594-რს, 23.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.016575 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1547356/