ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№961
სარეგისტრაციო კოდი
020.000.000.05.001.001.714
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 3, 14/01/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. 423 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 423. დასაქმების კერძო სააგენტოების სავალდებულო შეტყობინების გარეშე საქმიანობა და სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოში ინფორმაციის წარდგენის წესების დარღვევა

„დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოსადმი მიუწოდებლობა ან ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო შეტყობინების გარეშე დასაქმების კერძო სააგენტოების საქმიანობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცი მინიმალური ხელფასის ოდენობით.

იგივე ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათი მინიმალური ხელფასის ოდენობ ი თ.“.

2. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:

„21. ამ კოდექსის 423 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს „დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოსადმი მიუწოდებლობის ნაწილში ადგენს სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო, ხოლო „დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო შეტყობინების გარეშე დასაქმების კერძო სააგენტოების საქმიანობის ნაწილში – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 29 დეკემბერი.

№961–რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.12.2004.
როდის იქნა მიღებული „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ მიღებულია 29.12.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №961. სარეგისტრაციო კოდი — 020.000.000.05.001.001.714.
სად არის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“, №961, 29.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.001.714 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/28990/