„პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №23 (30), 1999 წელი, მუხ.106) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. კანონის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის “ი“ ქვეპუნქტისა და „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ ერთეულებში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების ფორმებსა და წესს.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:
„მუხლი 61. ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღება
1. ამ კანონით გათვალისწინებული დებულებები პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღებისა და მოქმედების შესახებ მათი შინაარსის გათვალისწინებით აგრეთვე მოქმედებს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის შემთხვევაში.
2. თუ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მოქმედებით საფრთხე ექმნება ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას, საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის თანხმობით შეაჩეროს მისი საქმიანობა ან დაითხოვოს იგი და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოიღოს პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული ორგანო.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 6 მაისი.
№36-Iს