„პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5247
სარეგისტრაციო კოდი
010.280.000.05.001.002.983
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 29, 27/07/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №23(30), 1999 წელი, მუხ. 106) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს პარლამენტის თანხმობით და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ.“.

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 6. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა საკრებულოს აურჩევლობის ან საკრებულოს შემადგენლობის ნახევარზე მეტით შემცირების შემთხვევებში

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, თუ ხელახალი არჩევნების შედეგად საკრებულოში არჩეულ იქნა მის წევრთა საერთო რაოდენობის ორ მესამედზე ნაკლები, ან საკრებულოს მანდატების ნახევარზე მეტი გაუქმდა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობის საფუძველზე სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 11 ივლისი.

№5247–რს