„პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №23(30), 1999 წელი, მუხ. 106) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 62-ე და 63-ე მუხლების შესაბამისად განსაზღვრავს თვითმმართველ ერთეულებში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების ფორმებსა და წესს.“.
2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. საკრებულოს უფლებამოსილება შეიძლება ვადამდე შეწყდეს, თუ საკრებულომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებიდან სამ თვეში არ დაამტკიცა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი.“.
3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელება
1. პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას შესაბამის თვითმმართველ ერთეულში ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული გამგებელი (მერი), ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით დანიშნული გამგებელი (მერი).
2. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირი ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ უფლებებს და ასრულებს მოვალეობებს. ამ პირის დამატებით უფლებამოსილებებს განსაზღვრავს სათანადო დებულება, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით.
3. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელებას ზედამხედველობას უწევს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – აგრეთვე შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 28 დეკემბერი.
№2523–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს კანონი „პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.12.2009.
- როდის იქნა მიღებული „პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 28.12.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2523. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.020.05.001.003.879.
- სად არის „პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.12.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №2523, 28.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.05.001.003.879 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/91450/